გუბერნატორი თენგიზ გუნავა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში დაკითხვაზე რამდენიმე წუთის წინ შევიდა.
როგორც "ინტერპრესნიუსის" ადგილობრივი კორესპონდენტი იტყობინება, თენგიზ გუნავა 2008 წელს გოჩა ეხვაიას ცემის ფაქტთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით არის დაბარებული.
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან თენგიზ გუნავას მხარდამჭერები და სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლები იმყოფებიან.