სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია საგანგაშოა. ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბარამიძის განცხადებით, საქმე ეხება სამუშაო ადგილებს და როგორც სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ამ წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში, მხოლოდ კერძო სექტორში, სამუშაო ადგილები 42 ათასით შემცირდა.
"ეს არის ძალიან საგანგაშო ციფრი და კიდევ ერთი მაჩვენებელი, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან გართულდა, ძალიან ბევრი პრობელმა შეექმნა ბიზნესს, ინვესტიციებს და ქვეყანაში ვითარება არის საკმაოდ რთული", - დასძინა ბარამიძემ.