საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით, "საგარეო პოლიტიკის მიმართულებით საქართველო შევარდნაძის ეპოქაში დაბრუნდა".
ამის შესახებ კანდელაკმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის გრიგორი კარასინის მიერ "ოკურპიებული ტერიტორიების შესახებ" კანონის გაუქმების მოთხოვნის დაყენების ფაქტის კომენტირებისას განაცხადა.
"ბოლო განცხადებები, მათ შორის პრემიერ-მინისტრის ივანიშვილის რეაქცია საოკუპაციო ხაზის გადმოწევაზე, მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენს საგარეო პოლიტიკაში შევარდნაძის ეპოქა დაბრუნდა, როცა მივიღეთ იმგვარი სიტუაცია, სადაც არავინ არაფერზე პასუხისმგებელი არაა. ჩვენ არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკაში, მაგრამ ამ შემთხვევაში, ამ მიმართულებით შევარდნაძის ეპოქაში დავბრუნდით", - განაცხადა კანდელაკმა.