საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე ზუგდიდში იმყოფება და სამეგრელო-ზემო სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებულს თენგიზ გუნავას ხვდება. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, შეხვედრა "ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ოფისში მიმდინარეობს.
შეხვედრა მედიისთვის დახურულია, თუმცა მასზე, სავარაუდოდ, გუნავას პროკურატურაში დაბარების საკითხი განიხილება.
გუნავა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში დაკითხვაზე დღეს, 17:00 საათზეა დაბარებული.