სოციალ-დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი, შინგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კობა ნარჩემაშვილი მიიჩნევს, რომ უკანონო ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საგამოძიებო ჯგუფი უნდა შეიქმნას.
როგორც ნარჩემაშვილმა ჟურნალისტებს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განუცხადა, კანონი კრძალავს ამგვარი მასალების არქივის არსებობას.
"კანონი კრძალავს ამგვარი არქივის ან მონაცემთა ბაზის არსებობას. სხვა მხარე აქვს ამ საკითხის პრაქტიკულ ასპექტს – ვერავინ იქნება გარანტირებული, რომ დავუშვათ დეკლარირებული იქნება და მისი განადგურება მართლაც ჩატარდება, რომ არ არსებობს დღევანდელი კომუნიკაციების პირობებში ამ მასალების დუბლიკატები. ასეთ შემთხვევაში, გამოსავალი ერთია –აუცილებელია სოლიდური საგამოძიებო ჯგუფის შექმნა. მაგრამ ეს იქნება ხანგრძლივი პროცესი. სისხლის სამართალწარმოებაში ეს აპრიორია, რომ ის ხალხი, ვინც ეს ჩანაწერები აწარმოვა, და წვლილი მიუძღვის, უნდა დაისაჯოს"- აცხადებს ნარჩემაშვილი.
კობა ნარჩემაშვილი არ აკონკრეტებს ჩანაწერებთან დაკავშირებით ვისი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს. მისივე Qთქმით, უწყება, რომლის პასუხისმგებლობაც ამგვარი მონაცემების გამო იკვეთება, შინაგან საქმეთა სამინისტროა.
"უწყება ერთი იყო საქართველოში, მეტი აღარ დარჩა. ყველაფერი იმ ერთ სამინისტროში გაერთიანდა, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ერქვა. როგორც ვიცი, საფინანსო პოლიციას ჰქონდა ოპერატიულ-ტექნიკური განყოფილება, როგორც ვიცი თავდაცვის სამინისტროსაც ჰქონდა მსგავსი განყოფილება. ჩემი ინფორმაციით, მანამდეც, პირადი ოპერატიულ-ტექნიკური არაოფიციალური განყოფილებებიც არსებობდა და არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც ფორმით დღესაც არსებობდეს, იმიტომ, რომ ტექნიკურად ამის საშუალებას დღევანდელი მეცნიერება იძლევა," - აცხადებს ნარჩემაშვილი.