პრემიერ-მინისტრის მრჩევლის გია ხუხაშვილის განცხადებით, "რუსეთისთვის დიაგნოზი დასმულია".
ამის შესახებ ხუხაშვილმა გუშინ პრეზიდენტის სასახლეში გამართული უშიშროების საბჭოს სხდომის კომენტირებისას განაცხადა.
"არ მგონია, რომ ამ შეხვედრაზე რაიმე პრინციპულად გადაწყვეტილიყო. მე ვფიქრობ, რომ არსებობს ორი პოლიტიკა, იგივე რუსეთთან მიმართებაში. გეზი გასაგებია, რუსეთისთვის დიაგნოზი დასმულია, მაგრამ ერთია დიაგნოზი და მეორეა მოქმედებების ტაქტიკა. მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის ფრთის ტაქტიკური მონახაზი ამ კუთხით და დღევანდელი ხელისუფლების მონახაზი იმდენად განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ ამ კუთხით შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია", - განაცხადა ხუხაშვილმა.