ნატო-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი რუსეთის ფედერაციას საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებების დაცვას სთხოვს.
ამის შესახებ რასმუსენმა ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ანდერს ფოგ რასმუსენმა აღნიშნა, რომ ცხინვალის რეგიონში "დამცავი ბარიერების აშენება საერთაშორისო სამართლისა და 2008 წლის შეთანხმების დარღვევაა".
"ბარიერების აგებამ და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვამ შეიძლება, დაძაბულობა გამოიწვიოს, ეს მიუღებელია. ჩვენ ვთხოვთ რუსეთს, დაიცვას საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებები", - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.