შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უშიშროების საბჭოს სხდომაზე ქვეყნის უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
ამის შესახებ ღარიბაშვილმა უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"მივესალმები იმ ფაქტს, რომ უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა. ჩვენი სურვილი იყო, რომ ეს სხდომა მანამდე გამართულიყო. ჩვენ განვიხილეთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, მაგალითად, როგორიც არის, ქვეყნის უსაფრთხოება. ვთვლი, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვანია და უნდა გაგრძელდეს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.