ქუთაისის საკრებულომ რამდენიმე წუთის წინ მერად დიმიტრი კოპალიანი დაამტკიცა. სპეციალურმა კომისიამ, რომელიც 3 კვირის მანძილზე მუშაობდა, კოპალიანი გამარჯვებულად სცნო.
24 წევრიანი საკრებულოდან კოპალიანს მხარი 20-მა დეპუტატმა დაუჭირა, ოთხმა დეპუტატმა "ნაციონალური მოძრაობიდან" კი თავი შეიკავა.
დიმიტრი კოპალიანმა დეპუტატებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის, დამსწრე საზოგადოებას მიმართა და განსახორციელებელ პროგრამებზე ისაუბრა.