რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, რაშიდ ნურგალიევის განცხადებით, "სამხრეთ ოსეთში, საზღვრისპირას მცხოვრებ მოსახლეობას" სერიოზული ყურადღება სჭირდება. ოსური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რაშიდ ნურგალიევმა რუსეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დე-ფაქტო მთავრობის წევრების შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის უმოკლეს პერიოდში უნდა მოხდეს, როგორც საყოფაცხოვრებო, ისე სოციალური პირობების გაუმჯობესება.
"განვითარების პროგრამა მოიცავს საზღვრისპირა სოფლებს, რომლებიც საჭიროებენ სკოლებს, საბავშვო ბაღებს, ტრანსპორტის ხელმისაწვდომობას და მათ შორის წყალმომარაგებას",-განაცხადა ნურგალიევმა.
მანვე ხაზი გაუსვა იმას, რომ ამ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას თითქმის არ მიუწვდება ხელი სამედიცინო მომსახურებაზე.
მისივე თქმით, გარდა ზემოჩამოთვლილისა, "საზღვრის პირას მათ მოუწევთ" დახლოებით 200 ხის კოტეჯის დადგმა.
"ეს არ საჭიროებს სპეციალურ სამშენებლო დოკუმენტაციას. კონკრეტული დიზაინები უკვე არსებობს. ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ რესპუბლიკის დასავლეთ საზღვრებს, კერძოდ სინაგურს, ქარძმანსა და ზნაურის რაიონს",-განაცხადა ნურგალიევმა.