ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მზად არის, უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწროს. როგორც ხადურმა ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა , ბევრი თემაა, რომელიც უშიშროების საბჭოს ფორმატში უნდა მოგვარდეს.
"ახალი მთავრობის მიერ რვათვიანი მუშაობის შემდეგ, როგორც ცნობილია დღეს უშიშროების საბჭოს სხდომა ჩაინიშნა. სამწუხაროდ, მას ვერ დაესწრებიან ორი მნიშვნელოვანი უწყების თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები. ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო სხდომის გადადებას ითხოვს. თუ სხდომა ჩატარდება მე მასში მონაწილეობას მივიღებ", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
მისივე განმარტებით, "მართლა აინტერესებს", რატომ ვერ მოხერხდა გასული თვეების განმავლობაში უშიშროების სხდომის ჩატარება.
უშიშროების საბჭოს სხდომა 16.00 საათისთვის არის ჩანიშნული.