შსს–ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს გურჯაანის რაიონული სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს მე–2 სახაზო განყოფილების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: 1978 წელს დაბადებული ივანე კ, 1974 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გოჩა მ. და 1985 წელს დაბადებული, წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი ლაშა ტ. ყაჩაღობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.
დაკავებულები გურჯაანში, სარაჯიშვილის ქუჩაზე, გაზ–გასამართ სადგურზე შეიჭრნენ, ოპერატორებს: ალიკა კ–ს და ილია ქ–ს თანხა გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული გურჯაანის რაიონის სოფელ მელაანში, მომხდარიდან ნახევარ საათში დააკავეს. გატაცებული თანხა ნივთმტკიცებად სრულად ამოიღეს.
გამოძიება ჯგუფური ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილით, რაც 7–დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს).
გამოძიებას შსს–ის კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს გურჯაანის რაიონული სამმართველო აწარმოებს.