მიიღებს თუ არა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიგა ბოკერიას მიწვევას უშიშროების საბჭოს სხდომაზე, ამ დროისთვის უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ
ბიძინა ივანიშვილი დღეს "სოციალ-დემოკრატების" ყრილობას დაესწრება, რომელიც პროფკავშირების სახლში 15:00 საათზე დაიწყება.
ამ ეტაპზე ასევე უცნობია, რა შემადგენლობით შეიკრიბება უშიშროების საბჭო. დადგენილი წესის მიხედვით, სხდომას აღმასრულებელი ხელისუფლებიდან ოთხი მინისტრი უნდა დაესწროს. თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები ki, ქვეყანაში არ იმყოფებიან.
გიგა ბოკერიამ გუშინ პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიიწვია, რომელიც დღეს, 16:00 საათზე გაიმართება. როგორც უშიშროების საბჭოს მდივანი აცხადებს, უმჯობესი იქნებოდა სხდომის გამართვა პოლიტიკური სპექტაკლის ნაწილი არ გამხდარიყო, თუმცა, რადგან ბიძინა ივანიშვილმა მზაობა ამ ფორმით გამოთქვა, პრეზიდენტი და საბჭოს აპარატი მას დღეს, 16:00 საათზე ელოდება.
"მობრძანდეს პრემიერი და მისი გუნდი და ვიმსჯელოთ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, თუმცა, უმჯობესი იქნებოდა ამ ყველაფრისთვის სამუშაო ატმოსფერო შექმნილიყო", - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.