ქიმიური იარაღი სირიაში, სადაც უკვე ორი წელია სისხლიანი დაპირისპირება გრძელდება ბაშარ ასადის ჯარებსა და ამბოხებულებს შორის შესაძლოა კონფლიქტის მონაწილე ორივე მხარეს გამოეყენებინა. ასეთ დასკვნამდე გაეროს ინსპექტორები მივიდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ექსპერტებმა "საკმარისი საფუძველი" ნახეს იმისათვის, რომ ამტკიცონ, რომ ქიმიური იარაღი ოთხჯერ იქნა გამოყენებული - მიმდინარე წლის მარტში და აპრილში.
ანგარიშის ავტორებმა ქიმიურ იარაღში არსებული მომწამლავი ნივთიერებების დასახელებისგან თავი შეიკავეს.
აღსანიშნავია, რომ სირიელი ამბოხებულები და მთავრობა გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებენ ქიმიური იარაღის გამოყენებაში და ყოველ ჯერზე ორივე მხარე მის გამოყენებას უარყოფს.