პატრიარქმაც მკითხა, რა ვუყოთ რიყეზე ამ "ტრუბებსო", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
როგორც პრემიერმა გადაცემა "რეზიუმესთვის" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხს არ ეკითხებოდა, რა უნდა გაეკეთებინა, ერთი კაცი წყვეტდა და საკუთარი სურვილის შესაბამისად აკეთებდა ყველაფერს.
"რიყეზე პატრიარქმაც მკითხა ამას წინათ, რა ვუყოთ ამ "ტრუბებსო", იქ რომ ააშენა, არქიტექტორებსაც არ ჰკითხა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.