უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას განცხადებით, კარგი იქნებოდა, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უსაფრთხოების საკითხებს მეტ დროს უთმობდეს, ან ისეთი გუნდი ჰყავდეს, რომელიც ასეთ საკითხებში გაარკვევს.
"აპარატის ძირითადი საქმიანობა არის საბჭოს დოკუმენტების მომზადება და კოორდინირება სხვადასხვა საკითხების შესახებ სხვადასხვა უწყებებს შორის, ასევე კომისებში მონაწილეობა. საუბარია, მაგალითად, ისეთი დოკუმენტების მიღებაზე, რომელიც მიღებული იქნა ახლა, არჩევნების შემდგომ. "თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა", ეს ის დოკუმენტია რომელზეც ბატონ პრემიერ-მინისტრს ინფორმაცია არ ჰქონდა. ამას გარდა იქნა მიღებული დოკუმენტი – "კონცეფცია კიბერუსაფრთხოების". მე ვცდილობ, ავხსნა რას ნიშნავს უშიშროების საბჭოს აპარატი. სამწუხაროა, რომ ამას ახსნა პრემიერ-მინისტრისთვის მიწევს ეთერის მეშვეობით და აქამდე ის არ არის ინფორმირებული ასეთ საკითხებზე, თუმცა არ მიკვირს, რადგან პრემიერი ძირითადად დაკავებულია საკუთარ ოპონენტებზე საუბრით, დევნის დაგეგმვით და ა.შ. კარგი იქენებოდა, რომ ის მეტ დროს უთმობდეს უსაფრთხოებას, გარკვევას ასეთ საკითხებში ან ჰყავდეს ისეთი გუნდი, რომელიც ასეთ საკითხებში გაარკვევს", - განაცხადა ბოკერიამ.