კანცელარიაში  „საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების“ საკოორდინაციო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა.

კანცელარიაში „საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების“ საკოორდინაციო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა.

4 ივნისს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში  „საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების“ საკოორდინაციო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა.

საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობაში შედის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის სტრატეგიული მიზნებისა  და ამოცანების განხორციელების ხელშეწყობა;

სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის სტრატეგიის რევიზია, სრულყოფა, სამოქმედო გეგმის შემუშავება და  პერიოდული განახლება;

ახალგაზრდობის სფეროში არსებული საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება და საჭიროების შემთხვევაში საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება.

საკოორდინაციო საბჭოს თავჯდომარეა საქართველოს სპორტისა და ახალგაზდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე - რატი ბრეგაძე;

საბჭოს შემადგენლობაში შედიან:

საქართველოს  განათლების  და მეცნიერების მინისტრის მოადგილე;

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე;

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე;

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე;

საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე;

დიასპორის საკითხებში  საქართველოს სახელწიფო მინისტრის მოადგილე;

ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის საკითხებში  საქართველოს სახელწიფო მინისტრის მოადგილე;

რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელწიფო მინისტრის მოადგილე;

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე;

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე;

საქართველოს  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;

საქართველოს სოლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე;

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის მოადგილე;

საქართველო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი;

საქართველოს სახალხო დამცველი;

გაეროს ბავშვთა ფონდი;

გაეროს მოსახლეობის ფონდი.

 

სხდომაზე განისაზღვრა საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო გეგმა , რათა უმოკლეს დროში მოხდეს ახალგაზრდული პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის შემუშავება და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება.