თავდაცვის ყოფილი მინისტრის დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ლოპოტას ხეობაში განხორციელებულ სპეცოპერაციასთან "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანს ვანო მერაბიშვილს კავშირი არ ჰქონია.
როგორც შაშკინმა გაზეთ "პრაიმტაიმთან" ინტერვიუში განაცხადა, სპეცოპერაცია სპეცოპერაცია სრულად შინაგან საქმეთა სამინისტრომ და იმ პერიოდისთვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ განახორციელა.
"მე, როგორც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, რომელიც იმ მომენტში უწყების ხელმძღვანელი ვიყავი, შემიძლია, თქვენ და საჭიროების შემთხვევაში საგამოძიებო ორგანოებსაც დავუდასტურო, რომ ლაფანყურის მოვლენები და ვანო მერაბიშვილი ერთმანეთთან კავშირში საერთოდ არ გახლავთ. ლაფანყურის სპეცოპერაციას შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრი ბაჩო ახალაია ხელმძღვანელობდა. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი მოქმედება, რომელიც იქ გატარდა, შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დაიგეგმა და განხორციელდა და არა პრემიერ-მინისტრის მიერ" , - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.