სტამბოლში მდებარე პარკის რეკონსტრუქციის გარშემო ატეხილი პროტესტი "სამართლიანი და კანონიერი". ამის შესახებ განცხადება თურქეთის ვიცე-პრემიერმა ბიულენთ არინჩმა გააკეთა.
ქვეყნის ვიცე-პრემიერმა ასევე მოუბოდიშა იმ დაშავებულებს, რომლებიც სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი შეტაკებებისას დაშავდნენ იმის გამო, რომ "გიზის პარკის" გარშემო ხეების ამოთხრას და პარკის ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრის მშენებლობას ეწინააღმდეგებოდნენ. ამ მოთხოვნით დაწყებული მასობრივი პროტესტი უკვე მეხუთე დღეა გრძელდება
სტამბოლში, ანკარასა და თურქეთის სხვა დიდ ქალაქებში.
მომხდარის შეტაკებების შემდეგ აქციის მონაწილეები ხელისუფლების გადადგომას მოითხოვენ. მომიტინგეებს სოლიდარობა გამოუცხადა პროფკავშირებმა და ორდღიანი გაფიცვა გამოაცხადა.
თურქეთის ვიცე-პრემიერმა ბიულენთ არინჩმა ქვეყნის ერთ-ერთ ადგილობრივ საინფორმაცო სააგენტოსთან საუბრისას ასევე განაცხადა, რომ აქციების ორგანიზატორებს შეხვედრა შესთავაზა.