საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ასოციაცია "საქართველოს მოსამართლეთა ერთობის" დაფუძნებას მიესალმება.
როგორც სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" ასოციაციის პრეზენტაციის დაწყებისას თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბედნიერია, რომ ამგვარი გაერთიანება იქმნება, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი დამფუძნებელი მოსამართლე მისთვის ნაცნობი არ არის.
"იუსტიციის სამინისტრო უკვე თვეებია საუბრობს მართლმსაჯულების რეფორმებზე და ხაზს უსვამს იმას, მოსამართლეები უნდა გაერთიანდნენ იმ ერთადერთი მიზნის გარშემო, რაც მოსამართლეს უნდა ჰქონდეს, ეს არის- დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და მოსამართლის ღირსება", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, ასოციაციის პრეზენტაციაზე მოისმენს თუ რა მიზნებს ისახავს ახლად დაფუძნებული ასოციაცია 9 ივნისს, მოსამართლეთა კონფერენციის დღესთან დაკავშირებით.
თეა წულუკიანის შეფასებით, 9 ივნისი საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ "მართლმსაჯულების ისტორიაში დიდი დღეა".