ლონდონის "სოთბის" აუქციონზე ლადო გუდიაშვილის "ცდუნება" 782 500 ფუნტად გაიყიდა. ამის შესახებ "სოთბის" ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება.
აუციონზე გატანილი "ცდუნების" საწყისი ფასი 400-600 ათასი ფუნტი იყო. ქართველი მხატვრის მიერ შესრულებული ფერწერული ტილო "რუსული ხელოვნების კვირეულის ფარგლებში" იყო წარდგენილი და რუსული ხელოვნების სახელით იყო გამოფენილი.
ლადო გუდიაშვილმა "ცდუნება" 1921 წელს პარიზში დახატა, მოგვიანებით კი ის მსახიობ ნინო ნიკოლაძეს აჩუქა.
შარშან, 26 ნოემბერს "სოთბის" აუქციონზე ლადო გუდიაშვილის "შავი ნაკადული" 937 ათას ფუნტად გაიყიდა, რაც დღემდე ქართველი მხატვრის ყველაზე ძვირად გაყიდულ სურათად ითვლება.