სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, სანდრო ბ. განზრახ მკვლელობის ფაქტზე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულმა 2 ივნისს თბილისში, პუშკინის სკვერში, შურისძიების მიზნით, ერიკ მღებროვს ცივი იარაღით სხეულზე ორი ჭრილობა და მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
შსს-ს ცნობით, ერიკ მღებროვი მიღებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მკვლელობის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 108–ე მუხლით).