ევროპარლამენტის წევრი, "ევროპელ ხალხთა პარტიის" წარმომადგენელი კრიშტოფ ლისეკი ხვალ, 09:00 საათზე "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანს ვანო მერაბიშვილს მოინახულებს.
ამის შესახებ ლისეკმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ამასთან, მან იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს მერაბიშვილის სანახავად ნებართვის გაცემისთვის მადლობა გადაუხადა.
"მადლობა მინდა, გადავუხადო იუსტიციის მინისტრს, რომლის დახმარებითაც საშუალება მომეცა მოვინახულო ვანო მერაბიშვილი. მე მას ხვალ, 09:00 საათზე შევხვდები. ამ ვიზიტის მიზანია შევამოწმოთ ის, თუ რა პირობებში იმყოფება მერაბიშვილი და თუ შეესაბამება ციხეში არსებული პირობები საერთაშორისო სტანდარტებს. მე ასევე გამოვკითხავ მას, არის თუ არა მისი უფლებები სრულად დაცული და თუ აქვს ხელმისაწვდომობა ადვოკატთან და ოჯახთან", - განაცხადა ლისეკმა.