საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ჯეიმს აპატურაის შეხვდა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში გაიმართა. მხარეებმა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხებზე ისაუბრეს.
პრემიერმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ჯეიმს აპატურაის ინტეგრაციის პროცესში პირადი ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.
საუბარი შეეხო ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) დაგეგმილ ვიზიტს საქართველოში. გამოითქვა მოსაზრება, რომ აღნიშნული ვიზიტი ჩრდილოატლანტიკური საბჭოსთვის იქნება კარგი შესაძლებლობა, რათა ადგილზე გაეცნოს საქართველოში მიმდინარე პროცესებს და კიდევ ერთხელ დააფიქსიროს საქართველოს ინტეგრაციის კურსისა და რეფორმების მიმართ ალიანსის მხარდაჭერა.