შსს–ს საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის შეხვედრა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
3 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროში საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე შსს–ს წარმომადგენლებმა მოწვეულ სტუმრებს ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებში: დიცში, დიდ ხურვალეთში, ქვემო ნიქოზში, გუგუთიანთკარსა და დვანში რუსი მესაზღვრეების მიერ მავთულხლართების ინსტალაციის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია მიაწოდეს.
აღნიშნულ შეხვედრაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოწვეულ სტუმრებს თხოვნით მიმართა, რომ დაინტერესდნენ აღნიშნული მწვავე პრობლემით და მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდონ თავიანთ სახელმწიფოებს.
7 ივნისს, შსს–ს ინიციატივით, დიპკორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებს ეწვევიან და ადგილზე გაეცნობიან შექმნილ ვითარებას.