ნატო მიესალმება, რომ პარლამენტმა შეძლო კოჰაბიტაცია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"დავით უსუფაშვილს პირველად მაშინ შევხვდი, როცა ოპოზიციაში იყო. ახლა მინდა მივულოცო, რომ ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ჩვენ განვიხილეთ ბევრი საკითხი, გვქონდა შესანიშნავი შეხვედრა. მინდა ვთქვა, რომ ნატო მიესალმება იმას, რომ პარლამენტმა შეძლო კოჰაბიტაცია. ასევე ვისაუბრეთ საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტთან დაკავშირებით. საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვედრა ექნება დავით ბაქრაძესთან და დარწმუნებული ვარ, რომ კოჰაბიტაციის სურვილი მასზეც იქნება დადასტურებული", - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
მისივე შეფასებით, საქართველოს პარლამენტმა ბოლო თვეებში არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რომელთა შორისაც ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა საკონსტიტუციო ცვლილებებიც დაასახელა.
"ასევე ძალიან ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტის მხრიდან იმის გაცხადება, რომ საგარეო კურსი და ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებები არის უცლელი", - აღნიშნა აპატურაიმ.