შსს–ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის მე 2–ე მთავარი სამმართველოს, აჭარის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს და ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული–საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედებაში ბრალდებული, 1980 წელს დაბადებული ჯუმბერ თ. დააკავეს.
აღნიშნულმა პირმა, 2013 წლის 15 მაისს ხელვაჩაურში, სამხედრო დასახლებაში ძალის გამოყენებით დაამყარა სექსუალური კავშირი 1995 წელს დაბადებულ ნინა ქ–სთან.
22 მაისს ჯუმბერ თ.–ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა სსსკ-ს 138-ე მუხლის 1–ლი ნაწილით (სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება) და 238 პრიმა მუხლით (ცივი იარაღის უკანონო ტარება).
ჯუმბერ თ. წარსულში ნასამართლევია, ის 2005 წლიდან იხდიდა სასჯელს ყაჩაღობისთვის.