შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, დღეს, საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელობას, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართება.
შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო მიწვეულ სტუმრებს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ყველა იმ სოფლების შესახებ, სადაც რუსი მესაზღვრეების მიერ მავთულხლართების ინსტალაცია მიმდინარეობს.
აღნიშნულ შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხება ბოლო პერიოდში რუსი სამხედროების მიერ, ე.წ. "ადმინისტრაციული საზღვრის" გადაკვეთისთვის მოქალაქეების უკანონოდ დაკავების ფაქტებს. შეხვედრა შსს-ში 12.00 საათზე დაიწყება.