"მარიხუანას" დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით პარლამენტის შენობასთან აქცია გაიმართა. როგორც ორგანიზატორებმა განაცხადეს, არ შეიძლება, რომ "მარიხუანას" მოხმარებაზე უფრო მეტი სასჯელი იყოს, ვიდრე გაუპატიურების და სხვა მძიმე დანაშაულებისთვის.
აქციის მონაწილეების თქმით, დღევანდელი გამოსვლის მოთხოვნა არ ყოფილა "მარიხუანას" ლეგალიზაცია და არ ემსახურება "მარიხუანას" პოპულარიზაციას. აქციას საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც ესწრებოდნენ. მომღერალ აჩიკო გულედანის განცხადებით, ის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნას უერთდება. "აქ შეიკრიბნენ სხვადასხვა შეხედულებისა და აზროვნების ადამიანები, თუმცა ეს მოთხოვნა აერთიანებს და ეს მოთხოვნა სამართლიანია", - აღნიშნა გულედანმა.
აქციის დასასრულს მონაწილეებმა სიმბოლურად, როგორც თავისუფლების გამომხატველი, ქაღალდებით გაკეთებული "თვითმფრინავები" გაუშვეს.