"როსპოტრებნადზორის" ხელმძღვანელი, გენადი ონიშჩენკო აცხადებს, რომ ე.წ. აფრიკული "ღორის ჭირი" რუსეთში საქართველოდან შევიდა. როგორც ონიშჩენკომ "ინტერფაქსთან" საუბარში განაცხადა, რუსეთში ე.წ. ღორის აფრიკული ჭირის აფეთქება დაგეგმილი ეკონომიკური დივერსიის შედეგად მოხდა, რომელიც საქართველოს ტერიტორიიდან განხორციელდა.
"ეჭვიც არ არის, რომ ეს ასე იყო. ეს ყველაფერი საქართველოს ტერიტორიიდან განხორციელდა და არ იყო შემთხვევითობა. ეს იყო დაგეგმილი აქცია, რომლის მიზანი იყო, ძირი გამოეთხარა რუსეთის ეკონომიკისთვის", - აღნიშნა ონიშჩენკომ.
რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2008 წლის შემდეგ, "ღორის ჭირის" შედეგად მიყენებულმა ზარალმა 2 მილიარდი რუსული რუბლი შეადგინა. ამ პერიოდში დაახლოებით 400 000 ღორი განადგურდა.