1 ივნისს, სადახლოზე არადეკლარირებული ოქრო გამოვლინდა. კერძოდ სგპ "სადახლოს" ტერიტორიაზე სომხეთიდან ფეხით მოსიარულეთა დარბაზში რუსეთის მოქალაქე თელიან ა. შემოვიდა.
ბარგისა და ხელბარგის დათვალიერებისას მას არადეკლარირებული საქონელი კერძოდ: ოქროს ბეჭედი - 5 ცალი, ოქროს საყურე - 1 წყვილი, ოქროს ცეპი - 2 ცალი, ოქროს სამაჯური - 2 ცალი, ოქროს ჯვარი - 1 ცალი, და ვერცხლის ბეჭედი - 1 ცალი, ვერცხლის სამაჯური - 1 ცალი საერთო ჯამში - 113,47 გრამი, აღმოაჩნდა. თბილისის აეროპორტის ექსპერტიზის განყოფილების დასკვნით, არადეკლარირებული საქონლის სატარიფო ღირებულებამ 4214,9 ლარი შეადგინა. საგადასახადო კოდექსის 289 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, თელიან ა-ს სანქციის სახით დაეკისრა ჯარიმა 4214,9 ლარი.
ჯარიმის გადახდის შემდეგ რუსეთის მოქალაქეს დაუბრუნდა კუთვნილი არადეკლარირებული ოქრო, რომელიც თელიან ა-მ რუსეთში გაიტანა.