არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს სოფელ დიცში მდგომარეობის გასაცნობად ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდებიან. როგორც "ინტერპრესნიუსს" არასამთავრობო ორგანიზაციებმა აცნობეს, 2 ივნისს, 13:00-საათზე, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED), "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", "კონსტიტუციის 42-ე მუხლი", "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" სხვა არასამთავრობოებთან ერთად ცხინვალის რეგიონის კონფლიქტური ზონის მიმდებარე სოფლებში განვითარებულ მოვლენებს გააპროტესტებენ. კერძოდ, მოქალაქეების გატაცების ფაქტებსა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.