საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის ყველაფერს შეასრულებს, რაც მასა და თურქეთის პრემიერ-მინისტრის მოლაპარაკებებში იყო.
ამის შესახებ პრემიერმა თურქ ბიზნესმენებთან, მათ შორის, "ჩალიკ ჰოლდინგის" ხელმძღვანელ ახმედ ჩალიკმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"მინდა, რომ ჩემი მეგობრობა ჩალიკთან საქართველო-თურქეთის მეგობრობის სიმბოლოდ გადავაქციოთ. ჩვენ არც თუ ისე დიდი ხანია, ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ ძალიან მარტივად ვწყვეტთ ყველა საკითხს და გვიიოლდება ურთიერთობა. ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ერთმანეთს, ჩვენს მეზობლობას. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ დამოკიდებულებას, როგორიც აქვს ახმედ ჩალიკს ჩვენს ქვეყანასთან და რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდანაც შესატყვისი დამოკიდებულება და ემოციები არსებობს. მე სიამოვნებით ვიხსენებ ჩემს ვიზიტს ანკარაში, როდესაც პრემიერ-მინისტრს, ბატონ ერდოღანს შევხვდი. ჩვენ პრაქტიკულად, ყველა საკითხზე მოვახერხეთ მაშინ შეთანხმება და შეთანხმებული საკითხები ყველაფერი გადავჭერით. ერთი საკითხი დაგვრჩა და ახლაც ვაბარებდი, რომ რაც დავპირდით, აუცილებლად ყველაფერს გავაკეთებთ და ყველაფერს შევასრულებთ, რაც ჩვენს მოლაპარაკებებში იყო. ძალიან დიდ კმაყოფილებას გამოვთქვამთ დღევანდელი ჩვენი ურთიერთობის გამო თურქეთსა და საქართველოს შორის, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს მაქსიმუმი არ არის. ჩვენ კიდევ უფრო დავახლოვდებით და სინქრონულს გავხდით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოში თურქულ ინვესტიციას მაქსიმალური ხელშეწყობა ჰქონდეს. მაქსიმალურად დაუდგება ხელისუფლება გვერდით, დაეხმარება, მაგრამ ვერავინ ჩაერევა და არ შეუშლის ხელს კერძო ბიზნესს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.