ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბავშვთა სახლების 30 აღსაზრდელს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 12 ბავშვს მიულოცავს.
ახალგაზრდებში სპორტული ცხოვრების წესის პროპაგანდის მიზნით მათთვის შსს აკადემიაში სხვადასხვა სპორტული ღონისძიება მოეწყობა:
საქართველოს ჩემპიონები, შსს-ს აკადემიის 16 წლამდე საკალათბურთო ნაკრების წევრები საჩვენებელ თამაშს გამართავენ, შოუს ელემენტებით (თამაშში მონაწილეობას მიიღებენ მოწვეული ბავშვებიც);
შსს აკადემიის ვირტუალურ ტირში ბავშვებს სროლის საშუალება მიეცემათ;
შსს-ს მომსახურების სააგენტოს ინსტრუქტორები ბავშვებს შეასწავლიან საგზაო მოძრაობის წესებს თეორიული და პრაქტიკული მაგალითებით (მათთვის გამოყოფილი იქნება 3 საგამოცდო ავტომობილი);
წარმოდგენილი იქნება 2 ახალი საპატრულო მანქანა და 1 მოტოციკლი, რომელთა დათვალიერების საშუალებაც მიეცემათ ბავშვებს;
ღონისძიების დასასრულს გაიჭრება სადღესასწაულო ტორტი და გაიმართება სადილი, რის შემდეგაც ბავშვები მიიღებენ სამახსოვრო საჩუქრებს და შსს–ს აკადემიის ლოგოტიპიან სუვენირებს.
ღონისძიებას დაესწრებიან შსს-ს ადმინისტრაციის უფროსი თამარ ტალიაშვილი და შსს-ს აკადემიის რექტორი ნუკრი გელაშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს ონკო-ჰემატოლოგიური დეპარტამენტის ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს პროდუქტებითა და საკვებით დაეხმარება.
მისამართი: შსს-ს აკადემია (გმირ კურსანტთა ქუჩა)