მჟავე ციტრუსი და ცივი რუსეთი

მჟავე ციტრუსი და ცივი რუსეთი


ციტრუსთან დაკავშირებით რთული ვითარებაა. მოსავალი უხვია, მაგრამ უმწიფარი და უხარისხო. რადგანაც ქართულ ციტრუსს დიდი ალბათობით რეალიზაციის პრობლემა შეექმნება, საქართველო-რუსეთის ბიზნესგანვითარების საბჭო რუსეთის ბაზარზე ქართული ციტრუსის დაბრუნების ინიციატივით გამოდის. 

საბჭოს დამფუძნებელ სხდომაზე საქართველო-რუსეთის ბიზნესგანვითარების საბჭოს თავმჯდომარემ. მისი თქმით, საბჭოს მიზანი ქართულ-რუსული ეკონომიკური ურთიერთობების ხელშეწყობაა.

“გვინდა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ორ ქვეყანას შორის ტრადიციული პარტნიორობის მხარდაჭერაში. პირველ ეტაპზე ვიმუშავებთ ციტრუსების გატანის საკითხზე. ვფიქრობთ, ჩამოვაყალიბოთ ლაბორატორია და შევქმნათ საკანონმდებლო ბაზა მისი ნორმალური ფუნქციობისათვის. მსოფლიოში არაერთი მაგალითია, როდესაც ქვეყნებს შორის არსებული პოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, მათ შორის სავაჭრო ურთიერთობები არათუ წყდება, არამედ ვითარდება”, - განაცხადა ზოდელავამ და დასძინა, რომ ამ პროგრამით არა ცალკე ბიზნესსტრქუტურა არამედ საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი იხეირებს.

მისი თქმით, საბჭომ რუსეთის შესაბამის ორგანოებს უკვე მიმართა ციტრუსის რუსულ ბაზარზე დაბრუნების თხოვნით. როგორც ზოდელავამ აღნიშნა, მას იმედი აქვს უწმინდესის, რომელს ვიზიტიც მოსკოვში დღეს დაიწყო. “პატრიარქის მოსკოვში ვიზიტი დღეს იწყება. ჩვენ მას მივმართავთ თხოვნით, რომ ეს საკითხი ვიზიტის დროს წინ წამოწიოს”, - აღნიშნა ზოდელავამ.

სხდომას რამდენიმე ქართველი ფერმერი, რუსული კომპანია “გრანტ ტრეიდის” წარმომადგენლები და საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესთა სექციის ხელმძღვანელი ანდრეი სმაგა ესწრებოდნენ.

არადა წლეულს ქართულ ციტრუსთან დაკავშირებით ვითარება მათრლაც რომ არასახარბიელოა. მართალია, მოსავლი უხვია, მაგრამ კლიმატრუმა პირობებმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ციტრუსის მოსავლის აღება უკვე ძალიან გვიანდება. მართალია, წლევანდელი მოსავალი სიუხვით გამოირჩევა, მაგრამ იმდენად უხარისხოა, რომ ფერმერებს უკვე აქვთ რეალიზაციის პრობლემა.  

აჭარაში ნაადრევად მოსულმა თოვლმა ციტრუსის დამწიფება შეაფერხა. დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ ნოემბერში გამოიდარებს და მოსავლის დამწიფებას დააჩქარებს. სპეციალისტების ვარაუდით, ციტრუსი ვერ დამწიფდება და ექსპორტზე მისი გატანა სახელმწიფოს ძალიან გაუჭირდება. მათი აზრით, სეზონის ჩავარდნის საფრთხე რეალურია და არ არის გამორიცხული, ციტრუსის ექსპორტიორმა ქვეყნებმა უხარისხო ნაწარმის მიღებაზე უარი განაცხადონ.
ციტრუსის წლევანდელი მოსავალზე მთავრობას დღემდე დიდი იმედი აქვს. ხარისხზე ცენტრალურ უწყებაში ჯერჯერობით არ საუბრობენ და მოსავლის აღებამდე შეფასებებისგან თავს იკავებენ. სახელმწიფოს მხრიდან ჯერ კიდევ აქტიურად მიდის მუშაობა, რომ ძველ ბაზრებთან ერთად, ახლის ათვისებაც მოხდეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ციტრუსის მთლიანი მოცულობა 100-110 ათას ტონამდეა, ხოლო მარტო აჭარის რეგიონში 85 ათას ტონას აღწევს.

შარშანდელთან შედარებით, მოსავალი გაორმაგებულია. ძირითად პრობლემად რჩება პროდუქციის ექსპორტი. გადაწყდა, რომ აჭარული ციტრუსი ექსპორტზე 9 ქვეყანაში გავიდეს, მათგან ყველაზე დიდი რაოდენობით უკრაინასა და ბელორუსში.

“შარშან მოსავლის დეფიციტი იყო, წლეულს სიუხვეა ამ მხრივ, მაგრამ ციტრუსის დაბალი ხარისხი რეალიზაციას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. წესით, უკვე მოკრეფილიც უნდა იყოს, მაგრამ მანდარინი და ლიმონი ჯერაც ვერ დამწიფდა, მჟავე გემო აქვს და მისი გაყიდვა უფრო და უფრო ჭირს. კიდევ უფრო გაჭირდება მომავალში.
ექსპორტის საკითხი უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, დიდი ალბათობაა, რომ უხარისხო პროდუქტის მიღებაზე ექსპორტიორებმა უარი თქვან. ამინდმა თუ გაამართლა და ნოემბერში რამდენიმე დღით მაინც გამოიდარა, უკვე დეკემბრის დასაწყისში კრეფა შესაძლებელი იქნება, შეიძლება, დამწიფებაც მოასწროს. სიცივეების დროს ნაყოფი მაინც ყვითლდება, მაგრამ მჟავეა. სეზონი ჩაგვივარდება, რაც ძალიან დიდი დანაკარგი იქნება როგორც მოსახლეობის, სასოფლო-სამეურნეო დარგისთვისაც”, - აცხადებენ მეციტრუსეები.