ევროპარლამენტის წევრი კრჟიშტოფ ლისეკი ვანო მერაბიშვილთან შეხვედრას ითხოვს. ამის შესახებ ნათქვამია "ევროპის სახალხო პარტიის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"კრჟიშტოფ ლისეკმა წერილობით მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს და პატიმრობაში მყოფ საქართველო ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ვანო მერაბიშვილთან პერსონალური შეხვედრა სთხოვა", - ნათქვამია განცხადებაში.
"ევროპის სახალხო პარტიის" პრესცენტრის ინფორმაციით, ევროპარლამენტის დელეგაცია საქართველოს 3 ივნისს ესტუმრება და 4 ივნისამდე დარჩება.
როგორც პრესცენტრის განცხადებაშია აღნიშნული, თეა წულუკიანისადმი წერილში კრჟიშტოფ ლიესეკმა ხაზი გაუსვა, რომ ვანო მერაბიშვილთან ვიზიტის მიზანი იმ პირობების დადგენაა, რომელშიც ყოფილი პრემიერი იმყოფება, ასევე დარწმუნება, დაცულია თუ არა ციხეში მერაბიშვილის უფლებები.
"ვანო მერაბიშვილის დაპატიმრება, რომელშიც ოქტომბერში გასამართი საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი პოტენციური კანდიდატია, ევროპელ პოლიტიკოსებში შეშფოთებას იწვევს და ბადებს ეჭვებს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის ბრძოლაში ხელისუფლება ცდილობს, ჩამოიშოროს ოპოზიციის მთავარი კანდიდატი", - განაცხადა ევროპარლამენტარმა.