შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შსს-ს საკალათბურთო კლუბ „შსს-ს აკადემიის" მოთამაშეები დააჯილდოვა და მიულოცა სუპერლიგაში გამარჯვება, რომელიც მათ მიმდინარე წლის 26 მაისს მოიპოვეს. ხოლო, წლის დასაწყისში ისინი საქართველოს თასის მფლობელები გახნდენ. ეს განსაკუთრებული წარმატებაა კლუბის არსებობის მანძილზე.
ირაკლი ღარიბაშვილმა, ასევე დააჯილდოვა, შიდა საუწყებო ტურნირში, პისტოლეტით სროლაში გამარჯვებულები: გიორგი ნინაშვილი, ვლადიმერ ცინცაძე და ლაშა ლებანიძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგაზაფხულო სპორტული შიდა ტურნირი 7-24 მაისს 8 სახეობაში ჩატარდა.