ოსური დელეგაციის ხელმძღვანელის ხოხ გაგლოევის განცხადებით, "საზღვრის გადმოწევის საკითხი დღევანდელ შეხვედრაზე საერთოდ არ წამოჭრილა”.
ამის შესახებ გაგლოევმა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
"იყო საუბარი იმის შესახებ, რომ დაკავებების რიცხვმა იმატა, თუმცა ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ქართული მხრიდან არაინფორმირებულოვბა იყო. მინდა, გითხრათ, რომ ბოლო დროს ქართული მხარის მიერ გადაჭარბებულია ბრალდება თითქოს, სახელმწიფო საზღვარმა 300 მეტრით გადმოიწია. ეს თემა დღევანდელ შეხვედრაზე საერთოდ არ წამოჭრილა", - განაცხადა გაგლოევმა.