პაატა ზაქარეიშვილის სახლთან ახალგაზრდების ჯგუფმა მავთულხლართები გაავლო.
ამ ფორმით მდუმარე აქციის მონაწილეებმა რუსეთის მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევის თემაზე ხელისუფლების პოლიტიკური პოზიცია გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და ეჭვს გამოთქვამენ, რომ სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი რუსულ სპეცსამსახურებთან დაახლოებული პირია.
"ჩვენ გამოვავლენთ თანამდებობის პირებს, რომლებიც თანამშრომლობონ ოკუპანტებთან და მათ ინტერესებს ატარებენ, პაატა ზაქარეიშვილი ფე ეს ბეს აგენტია და ჩეკისტური ხელისუფლების წარმომადგენელია", - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე მალხაზ ფიროსმანიშვილი.