სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის გამოკითხვის მიხედვით, რესპოდენტთა უმეტესობა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.
კვლევის შედეგებით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, მასში მონაწილეობას გამოკითხულთა 76,6% მიიღებდა, ხოლო არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს 23,4%.
ამასთან, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მზაობის მქონე რესპოდენტთა 63% არჩევნებში მხარს პირველ რიგში მხარს კოალიცია "ქართულ ოცნებას" დაუჭერდა, 10% - "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", 4,3% - "ლეიბორისტულ პარტიას", 2,0% - "ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას", 0,9% - "თავისუფალ საქართველოს", 0,5% - "ახალ მემარჯვნეებს", 0,4% - "დემოკრატიულ მოძრაობა – ერთიან საქართველოს".
რესპოდენტთა 7,4% თავს იკავებს საკუთარი არჩევანის გამჟღავნებისგან, 6,6% კი უჭირს საკუთარი არჩევანის ამ ეტაპზე განსაზღვრა, ხოლო 5,0% აცხადებს, რომ არც ერთ პოლიტიკურ ძალას მხარს არ დაუჭერს.
საერთო მონაცემთან და სხვა რეგიონთან შედარებით კოალიცია "ქართულ ოცნებას" ამომრჩევლები უმცირდება აჭარაში – მას ხმას მისცემდა 54,3%, შესაბამისად, ამ რეგიონში ოდნავ მატულობს "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა წილი – 13%-მდე.