პარლამენტმა დღევანდელ პლენლურ სხომაზე შრომის კოდექსი 9 პუნქტის გამოკლებით, მეორე მოსმენით მიიღო. კანონპროექტი 89 ხმით 0-ის წინააღმდეგ გავიდა. როგორც მომხსენებლმა ალექსანდრე ბარამიძემ განაცხადა, იმ მუხლებზე მსჯელობა, რომელიც დღევანდელ კენჭისყრაზე არ გაიტანეს, მეორე მოსმენის რეჟიმში გაგრძელდება.
"გარკვეულ მუხლებზე გაგრძელდება დისკუსია მეორე მოსმენის რეჟიმში. ეს არის ვადიანი შრომითი ხელშეკრულების თემა. რჩება საერთო წესი, რაც იყო, მაგრამ დამწყები საწარმოებისთვის პირველი ოთხი წლის განმავლობაში უფრო შეღავათიანი პირობები იქნება. მეორე მნიშვნელოვანი თემა, რომელზეც გაგრძელდება დისკუსიები, არის ნორმირებული სამუშაო კვირის თემა. 40 საათი ნორმირებული სამუშაო კვირა დარჩა ისე, როგორც არის. მაგრამ სპეციფიკური სამუშაო პირობების შემთხვევაში, როდესაც გარკვეული საათების რაოდენობა უწყვეტი სამუშაო რეჟიმია, მათთვის 48 საათიანი სამუშაო კვირა არის შემოთავაზებული. ამ სპეციფიკურ საწარმოებს დაადგენს მთავრობა მოგვიანებით, თავისი დადგენილებით. მსჯელობა გაგრძელდება. არის კიდევ რამდენიმე სხვა საკითხი, შედარებით ნაკლებ მნიშვნელოვანი", -აღნიშნა იუსტიციის მინისტრის მოადგილე სანდრო ბარამიძემ.