საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "შეღავათიანი კრედიტების პირობებში წლის ბოლომდე მინიმუმ, 60 ქარხნის შეძენა უნდა მოხერხდეს".
ამის შესახებ ივანიშვილმა ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში განაცხადა.
"საუბედუროდ, ეკონომიკა ძალიან ინერტულია. ამას თვეები არ ჰყოფნის. დროა საჭირო. გუშინ და გუშინწინაც საუბარი მქონდა იმაზე, თუ რამდენი შეღავათანი კრედიტი გაიცემა ქარხნმების შესაძენად. როგორც ჯერ კიდევ წინასააარჩევნო პროცესში ვაცხადებდი, წლის ბოლომდე მინიმუმ, 60 ქარხნის შეძენა და გადახდა უნდა მოვახერხოთ. რეგიონში ერთი ქარხანა მაინც უნდა იყოს. თბილისს არ ვიცი რამდენი მოუწევს. ჩვენ დამატებითი რისკები ავიღეთ, რომ კრედიტები იოლად გაიცეს. საუბედუროდ, ბევრი ძველი ქარხანა დახურულია და მისი გამოყენება არ ხერხდება, ეს ცალკე თემაა. მე ამ საკითხით დაკავებული ვარ", - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, მთავრობა "ატსტუპნიკების" პრობლემას სწავლობს და შეიძლება, პრინციპული გადაწყვეტილება იქნას მიღებული.