ჩვენ გვჯერა, რომ სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს, - ამის შესახებ, ვანო მერაბიშვილის დღევანდელი სასამართლო პროცესის შემდეგ ჟურნალისტებს მისმა მეუღლემ, თაკო სლაყაიამ განუცხადა. მისი თქმით, მოსამართლის დღევანდელ გადაწყვეტილებაზე კომენტარს ვერ გააკეთებს, რადგან აღნიშნულის შეფასება არ სურს. "რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, ჩვენ გვჯერა მისი უდანაშაულობის და გვჯერა, რომ სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს", – აღნიშნა თაკო სალაყაიამ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ვანო მერაბიშვილს 26 მაისთან დაკავშირებით წაყენებულ ბრალდებაზე წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.