პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის ორივე ვეტო დაძლია.
"საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონპროექტი 92 ხმით 24 -ის წინააღმდეგ დაიძლია, ხოლო "სამოქალაქო კოდექსი" - 92 ხმით 22-ის წინააღმდეგ. კანონპროექტები მიღებულია თავდაპირველი ვარიანტით და არ არის გათვალისწინებული პრეზიდენტის შენიშვნები.