შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოფილ მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის უწყებათაშორის პროგრამაში ჩაერთო.
დღეს რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის გაერთიანებული ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე შსს-ს ადმინისტრაციის უფროსმა თამარ ტალიაშვილმა შსს-ს დამნაშავეობასთან ბრძოლის სტრატეგიაზე ისაუბრა, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება კანონდარღვევათა პრევენციასა და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს ეთმობა.
"ამ კუთხით მნიშვნელოვანია შსს-ს ჩართულობა ყოფილ მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამაში, რომელიც სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის ფარგლებში ხორციელდება. ყოფილ მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ყოვლისმომცველი, ინტეგრირებული და მოქნილი პროგრამის შექმნა და განხორციელება დამნაშავეობის შემცირებასა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გაზრდას შეუწყობს ხელს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში