რუსი სამხედროების მიერ ოკუპაციის საზღვარზე მავთულხლართების გავლების ფაქტზე მთავრობაში ინტენსიურად მუშაობენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქმეში ჩართული არიან საპარლამენტო დელეგაციები, კომიტეტები, საგარეო საქმეთა მინისტრი ხვდება სხვადასხვა ორგანიზაციებს, ელჩებს. ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ვითარება შემაშფოთებელია, რამდენადაც არავის აქვს სურვილი, ამ ყველაფერმა პროვოკაციული ხასიათი მიიღოს.
"მაქსიმალურად ვცდილობთ, დიალოგის ფორმატში შევძლოთ პრობლემის მოგვარება. ყველა წინაპირობა არსებობს იმისათვის, რომ რუსეთმა გადახედოს თავის პოლიტიკას და შეაჩეროს მცოცავი ანექსია. ჩვენ ინფორმირებული გვყავს დიპლომატიური კორპუსი, რომ მოვახდინოთ ზეგავლენა რუსეთზე და შევაჩეროთ ეს პროცესი. დეოკუპაციის პოლიტიკა კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ", - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.
უმრავლესობის წარმომადგენლის თქმით, ბრიუსელიდან დღეს დაბრუნებულმა საპარალმენტო დელეგაციამ აღნიშნული საკითხი "ევრონესტის" სხდომაზე დააყენა და იმედია, საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით, საკითხი მშვიდობიანად მოგვარდებაა.