თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი შონია სათათბირო ოთახში გავიდა.
მოსამართლე ვანო მერაბიშვილისთვის კიდევ ერთი აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ გადაწყვეტილებას რამდენიმე წუთში მიიღებს. ბრალდების მხარემ აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა მოითხოვა, დაცვის მხარემ კი პროკურატურის შუამდგომლობას დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო უწოდა და ვანო მერაბიშვილის აღმკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვება მოითხოვა.
ბრალდება ეხება 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლას, რის გამოც პროკურატურა მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს.