რუსეთის მთავარი სანიტარის, გენადი ონიშენკოს განცხადებით, რუსულ ბაზარზე სახელმწიფო რეგისტრაცია ქართული ღვინისა და მინერალური წყლების მწარმოებელი ცხრა კომპანიის 104-მა სახეობამ გაიარა. ამის შესახებ "ვესტი" იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, ქართული ღვინოებისთვის აქციზური მარკები უკვე დამზადებულია, თუმცა ჯერჯერობით, რუსულ ბაზარზე ღვინოები არ შესულა.
"ამ ეტაპზე აქციზური მარკებისთვის არავის მოუმართავს, თუმცა ისინი უკვე დამზადებული გვაქვს. როგორც ჩანს, ჯერჯერობით, ქართველი მწარმოებლები არ ჩქარობენ", - განაცხადა "როსპოტრებნადზორის" ხელმძღვანელმა.
გასულ კვირას გენადი ონიშენკომ კომპანია "შუხმან ვაინსის" წარმოებული ღვინის სამი სახეობა დაიწუნა და განაცხადა, რომ "ისინი დაძმარებულია". რუსეთის მთავარმა სანიტარმა "ძმები ასკანელების" წარმოებული კონიაკის ხუთი სახეობაც დაბლოკა.