ირაკლი ჭეიშვილი: მსგავსი რეზოლუციები ფარატინა ქაღალდია - ჩვენთვის არაფერს წარმოადგენს

ირაკლი ჭეიშვილი: მსგავსი რეზოლუციები ფარატინა ქაღალდია - ჩვენთვის არაფერს წარმოადგენს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა დღის ქრონიკაში“ საფრანგეთის სენატის რეზოლუციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი რეზოლუციები ფარატინა ქაღალდია.

ევროპულ ბიუროკრატიას ახასიათებს წინასაარჩევნო რეზოლუციების, აბსურდული წერილების შეთხზვა. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, როდესაც საფრანგეთის სენატი განიხილავს წერილს, სადაც წერია, რომ მიხეილ სააკაშვილი არასათანადო პირობებში იმყოფება და მის მიმართ ზეწოლა ხორციელდება, ამ რეზოლუციის მიღების შინაარსი თავიდან ბოლომდე ემსახურება საარჩევნო პროცესს, 4 ოქტომბრის დაანონსებული აქციას, რომ მეტი დაძაბულობა შეიტანონ და მაქსიმალურად მეტი ადამიანი გამოვიდეს ქუჩაში. მსგავსი რეზოლუციები ჩვენთვის არის ფარატინა ქაღალდი. ჩვენთვის ეს რეზოლუციები არაფერს წარმოადგენს“, - აღნიშნა ირაკლი ჭეიშვილმა.

საფრანგეთის სენატმა საქართველოს შესახებ მომზადებული კრიტიკული რეზოლუცია განიხილა, რომელშიც ნათქვამია, რომ სააკაშვილი მძიმე და შეუფერებელ პირობებში“ იმყოფება.