არჩილ გორდულაძე: როდესაც ქვეყანას ჰყავს ღირსეული პრეზიდენტი, ხარ ამაყი და დარწმუნებული, რომ ღირსეულად დააყენებს საკითხებს, რომელიც უმნიშვნელოვანესია ქართველი ხალხისათვის

არჩილ გორდულაძე: როდესაც ქვეყანას ჰყავს ღირსეული პრეზიდენტი, ხარ ამაყი და დარწმუნებული, რომ ღირსეულად დააყენებს საკითხებს, რომელიც უმნიშვნელოვანესია ქართველი ხალხისათვის

როდესაც ქვეყანას ჰყავს ღირსეული პრეზიდენტი, ხარ ამაყი და დარწმუნებული, რომ ღირსეულად დააყენებს საკითხებს, რომელიც უმნიშვნელოვანესია ქართველი ხალხისათვის,- განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილისა და აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კომუნიკაციის შესახებ.

მისივე თქმით აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვისთვის საქართველო ყველაფერს აკეთებს, ახლა კი უკვე ყველაფერი აშშ-ის ახლანდელ ადმინისტრაციაზეა დამოკიდებული.

როდესაც ქვეყანას ჰყავს ღირსეული პრეზიდენტი, ხარ ამაყი და დარწმუნებული, რომ ღირსეული ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი ღირსეულად დააყენებს საკითხებს, რომელიც უმნიშვნელოვანესია ქართველი ხალხისათვის. ამ კიდევ ერთი შეხვედრიდან გამომდინარე, უნდა გაგვქონდეს მოლოდინი, რომ ურთიერთობები გადავიდეს თვისობრივად ახალ ეტაპზე. ამ კუთხით ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ. ახალა არის ბურთი იმ მოედანზე, რომელსაც მართავს აშშ-ის ახლანდელი ადმინისტრაცია“,- აღნიშნა გორდულაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ნიუ-იორკში, ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა: აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს“. მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი მას დაჰპირდა, რომ ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყების საკითხს დაუბრუნდება და დაუკავშირდება.